(995 431) 24 09 11
kutaisi1@mes.gov.ge




ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა კაცაძე მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინეს
3-10-2023, 04:09

 წელს პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში ,მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 27 ოქტომბერს , ღვაწლმოსილ პედაგოგებს  მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ-სამკერდე ნიშანი და ფულადი თანხა.სკოლები წარადგენენ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარების საქმეში.თარიღი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით დაწესდა.გამარჯვებულები 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს გამოვლინდებიან.

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლიდან აღნიშნულ ჯილდოზე  სკოლის სახელით დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი,ანა კაცაძეა წარდგენილი.ახალგაზრდა პედაგოგის კანდიდატურა სკოლის ადმინისტრაციამ და კოლექტივმა ერთხმად დაასახელა.

,,პარასკევს, ჩვეულ საქმეში ჩართულს დირექტორის,სალომე სარალიძის ზარი მაფხიზლებს: „ კათედრის ხელმძღვანელებთან და სასკოლო საზოგადოების წევრებთან მქონდა შეხვედრა. ყველა კრიტერიუმი განვიხილეთ და ყველამ ერთხმად შენი კანდიდატურა დაასახელა. ასე, რომ წარდგენილი ხარ, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სახელით.„ კიდევ მითხრა რაღაც, მაგრამ აღარც კი გამიგონია, რადგან ყურებს მხოლოდ ჩემი გულის გამალებული ბაგაბუგი ესმოდა. ღმერთო ჩემო?! რამხელა პასუხისმგებლობაა! რა დიდი დაფასება და აღიარებაა, ისეთ ისტორიულ სკოლაში, რომელმაც თითქმის ყველა თაობის არაერთი სახელოვანი საზოგადო მოღვაწე და მამაულისშვილი აღზარდა. სკოლაში, სადაც დღემდე აკაკის და ექვთიმეს ნაფეხურებს კვალდაკვალ დავყვებით! სკოლაში, სადაც ამდენი ღვაწლმოსილი, კომპეტენტური, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალი, ამაგდარი მასწავლებელი ასწავლის, ყველა გენდოს და მხარი შენს კანდიდატურას დაუჭიროს! ღმერთო ჩემო, რა ბედნიერებააა! რით დავიმსახურეეე?! იმეორებს ჩემი გონება და გულისცემა კიდევ უფრო და უფრო იმატებს!

მადლობა თქვენ, ნდობისთვის!კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა აკაკი წერეთლის სახელობის ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლის სრულიად სასკოლო საზოგადოებას! დავრწმუნდი, რომ შრომას, პასუხისმგებლობას, ერთგულებას, სიკეთის მარცვლების თესვავს ყოველთვის მოაქვს შედეგი!,,-ამბობს ახალგაზრდა პედაგოგი და იმ პირველ ემოციას იხსენებს, როცა სიახლის შესახებ შეიტყო.
 
ანა კაცაძეს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს.გარდა იმისა, რომ პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის, არის ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებისა და დანერგვის რეგიონალური კოორდინატორი,Usaid საბაზისო განათლების ტრენერი,სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის( tpdc ) ტრენერი,ასევე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (ექე) სერტიფიცირებული სპეციალისტი სკოლების ავტორიზაციის პროცესში.
მის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ნახვა აქვს.