(995 431) 24 09 11
kutaisi1@mes.gov.ge




სკოლის მისია

სკოლის მისია

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 სკოლა არის საჯარო სამართლის
იურიდიული პირი. იგი ემსახურება გონიერი, ჯანსაღი და თავისუფალი მოსწავლეახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას. სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად
უზრუნველყოფს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი,
კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებებისა და ზნეობრივად განვითარებული
პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას,
რაც მომავალში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია.
სკოლის ერთ - ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს გერმანული ენის გაძლიერებული
სწავლება, რასაც სკოლასთან ერთად ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი. აღნიშნული
პროგრამა უზრუნველყოფს სკოლის კურსდამთავრებულების ინტეგრირებას
ევროპულ/გერმანულენოვან სამყაროსთან.


სკოლის ხედვა


სკოლა პროგრესული, ფსიქოპედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს
მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, განათლებულ პიროვნებებად.
მრავალფეროვანი ღონისძიებების მეშვეობით. სკოლა ზრუნავს ბავშვის ჯანსაღ გონებრივ,
ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე, რათა მოსწავლე ჩამოყალიბდეს საზოგადოების
სრულფასოვან წევრად, ჰარმონიულად პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზაციის ყველა
გამოწვევას. სკოლის თანამშრომლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული, რომ თითოეულ ბავშვს
აქვს ინდივიდუალური ნიჭი, განსახვავებული შესაძლებლობები, შემოქმედებითი თუ
კოგნიტური პოტენციალი და ეხმარებიან მას, იქცეს თავისუფლად მოაზროვნე, გონიერ,
შემოქმედებით ნატურად. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან კარგად
აპრობირებული, ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა/სწავლების ინოვაციური
მეთოდებით.